Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება რეგისტრაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „ციფრული კომპეტენციები და სოციალური პასუხისმგებლობა“. მონაწილეობის მისაღებად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 2021 წლის 2-11 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში (Zoom-ის პლატფორმაზე) ჩატარდება მეექვსე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თემაზე: “Digital Competences and Social Responsibility” (ციფრული კომპეტენციები და სოციალური პასუხისმგებლობა).

პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი. თეორიულ მეცადინეობებს უძღვებიან გერმანელი, ქართველი და აზრბაიჯანელი პროფესორები და მოწვეული პედაგოგები. საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მეცადინეობებიც. სამუშაო ენაა ინგლისური. პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილის სერიფიკატები.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს (GPA მინიმუმ 3,5 ან მეტი), ვინც თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას (მინიმუმ B2/C1 დონე).

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ წერილი 28 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge, წერილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა, სწავლების სემესტრი, GPA, ინგლისური ენის ცოდნის დონე და მოკლედ აღწერეთ საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის მოტივაციის შესახებ. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები (ე-მაილი, ტელეფონი) და ჩვენ დაგიკავშირდებით. გაცნობებთ, რომ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის ადგილები შეზღუდულია და სტუდენტთა შესარჩევად შესაძლებელია დაგვჭირდეს ონლაინ გასაუბრება.

 

პატივისცემით,

უჩა გოგრიჭიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.